ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მოსწავლეებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირებს, რომელთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომელთაგან, ერთი დაკავებულია, მეორე კი მიმალვაში იმყოფება. მიმალვაში მყოფ მოსწავლეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 3 პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები