თავისუფლების მოედანზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა (ფოტოკოლაჟი)

თბილისში, თავისუფლების მოედანზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.
„კვირას“ ინფორმაციით, დაშავებული შუახნის ქალბატონია.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო – სამედინო ბრიგადები იმყოფებიან.
როგორც “კვირას“ თბილისის სასწარაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, პაციენტს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება, კონტაქტურია და იგი თბილისის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები