საქართველოსა და მაკედონიის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და მაკედონიის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც “კვირას“ სამოქალაქო ავიაციის საგენტოდან აცნობეს, ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირის მოქმედი რეგულაციებისა და დირექტივების დანერგვის კუთხით, ასევე ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების (ავიაკომპანიების), აეროპორტების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება/ზედამხედველობის, საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ავიასპეციალისტთა ლიცენზირების, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების ინსპექტირების (EU SAFA), საავიაციო უშიშროების და სხვა ძირითადი მიმართულებებით.
მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ და მაკედონიის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გორან იანდრეოსკიმ მოაწერეს ხელი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უკვე დაიგეგმა ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების ერთობლივი ინსპექტირებები როგორც საქართველოში, ისე მაკედონიაში.
მაკედონიის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების დელეგაცია საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები