ჯაშუშობაში მსჯავრდებულმა ინგა თუთისანმა საპყრობილე დატოვა

საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული ინგა თუთისანი გათავისუფლდა,- ამის შესახებ გამოცემა “ რიანოვოსტს” თუთისანის ადვოკატმა ივან პავლოვმა განუცხადა.

თუთისანმა 2008 წელს საქართველოში გააგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც რუსეთის ჯარების გადაადგილების შესახებ წერდა.

კრასნოდარის საოლქო სასამართლომ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ კი ნოემბერში მას სასჯელი 4 წლითა და ერთ თვემდე ვადით შეუმცირა.
მსგავსი ბრალდებით სულ ოთხი ქალი იყო დაპატიმრებული, რომლებმაც საქართველოში აცნობეს საქართველოსკენ გემებისა და მატარებლების მოძრაობის შესახებ, რომლებზეც სამხედრო ტექნიკა იყო განთავსებული. ოქსანა სევასტიდი, ანიკ კესიანი და მარინა ჯანჯღავა რუსეთის პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები