სადახლოზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

სადახლოზე, მტკვარსა და ყაზბეგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს – ამის შესახებ „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
„22 – 26 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, “მტკვარი“ და ,,ყაზბეგი“, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ს.ა-ს, ჰ.ტ-ს, ლ.რ-სა და კ.გ-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (19 აბი) და ფსიქოტროპული (500 აბი და 30 კაფსულა) მედიკამენტები აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები