რას აცხადებს ეკა კვალიაშვილი “ქართუს” მიერ დანიშნულ სტიპენდიაზე – “ჩვენმა ლოცვამ შედეგი გამოიღო”

მომღერალ ეკა კვალიაშვილს ფონდმა „ქართუმ“ ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. სტიპენდიის შესახებ ინფორმაცია მამა პეტრემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განათავსა.

„უბედნიერესი ვააარ, თქვენც უნდა გითხრათ. ეკა კვალიაშვილს  სტიპენდია დაენიშნა… არ ჩაუვლია ცუდად, ამ განწირულ სულისკვეთებას… იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ…“,- წერს მამა პეტრე.

„კვირა“ ეკა კვალიაშვილს დაუკავშირდა. მომღერალმა მამა პეტრეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სტიპენდიის დანიშვნაში წვლილი შეიტანა, მადლობა გადაუხადა.

„ჩვენმა ერთად სიარულმა ეკლესიებში და ლოცვამ თავისი შედეგი გამოიღო. ძალიან დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც ეს სტიპენდია მოიფიქრა და დამინიშნა.

მადლობა ღმერთს ამ ქვეყანაში კიდევ კეთდება სასიკეთო საქმეები. აქედან გამომდინარე, ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა, პირველ რიგში  ღმერთს, მერე მამა პეტრეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს გულთან ახლოს მიიტანა“, – აღნიშნა მომღერალმა და დასძინა, რომ ის სტიპენდია, რომელიც „ქართუ ფონდმა“ საარსებოდ დაუნიშნა, იმ მიმართულებით გამოიყენებს, რომელი მიმართულებითაც დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები