საქართველოს სლოვენიის ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

27-28 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი. როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან; პრემიერ-მინისტრთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან. სლოვენიელ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, სადაც პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
შეხვედრებზე საუბარი შეეხება, ორი ქვეყნის თანამშრომლობას ეკონომიკის, საგანმანათლებო და კულტურის სფეროებში, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. გარდა ამისა, სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის კონფერენციის გახსნის ცერემონიალში და ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები