ირაკლი შოთაძე კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე  საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიმ ჩან-გიუს შეხვდა.

მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, ირაკლი შოთაძემ  ელჩს საქართველოს პროკურატურის ორგანოების ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა, საქმიანობის თავისებურებები გააცნო და უწყების პრიორიტეტებსა და  პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ,  მიმდინარე და დაგეგმილ  რეფორმებს.

შეხვედრის დასასრულს ელჩმა საქართველოს მთავარ პროკურორს მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმედი გამოთქვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები