წლის სტარტაპერის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო

წლის სტარტაპერის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო – 28 ნოემბრიდან შეგიძლიათ ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტ სტარტაპკომპანიას და მას ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებაში დაეხმაროთ.

ხმის მიცემა სულ მალე დაიწყება ვებგვერდზე www.businessaward.ge, სადაც შეგიძლიათ იხილოთ პროექტში მონაწილე სტარტაპერების ჩამონათვალი და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველს. ხმის მიცემა გაგრძელდება 6 დეკემბრის ჩათვლით. ერთ მომხმარებელს 24 საათში ერთხელ შეეძლება საკუთარი არჩევანის დაფიქსირება.

„ბიზნესდაჯილდოება 2017″ თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება. პროექტის მიზანი არსებული ბიზნესების მხარდაჭერა და ახალი ბიზნესების წამოწყების ხელშეწყობაა.  წლევანდელ პროექტში 7 ნომინაციაში მონაწილეობა მიიღო 661-მა კომპანიამ, დამოუკიდებელმა ჟიურიმ უკვე შეარჩია ფინალისტები 6 ნომინაციაში.

პროექტის გამარჯვებულები გალა ღონისძიებაზე 8 დეკემბერს გამოვლინდებიან. ხოლო, ნომინაციაში წლის სტარტაპერი გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება, რომლის მონაწილეც ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები