ახალაიას, მამიდაშვილის მკვლელობამდე, მის გაუპატიურებასაც ედავებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე, არსებითი განხილვა, საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის შუამდგომლობით დაიხურა.
ადვოკატმა განმარტა, რომ საქმეში ფიგურირებს სექსუალური ძალადობის ეპიზოდი.
ბრალდების მხარემ კი მოითხოვა, რომ დახურულ პროცესზე დასწრების უფლება მიეცეს გარდაცვლილი გოგონას დედას, რომელიც ასევე ამ საქმის მოწმეა.
დღევანდელ სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. რობერტ ახალაია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
უზნაძის ქუჩაზე მკვლელობა 16 ივლისს მოხდა. 19 წლის ანა ხელაძის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მას დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია მომხდარიდან მეორე დღეს ფოთში დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები