გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს.
სავარაუდოდ ხვალ, სააპელაციო სასამართლო ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.
დაცვის მხარემ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სასამართლოში საჩივარი უკვე შეტანილია. მხარეებისთვის ჯერ უცნობია, იმსჯელებს თუ არა საკითხზე მოსამართლე მათი მონაწილეობით.
სასამართლოს უფლება აქვს საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშეც განიხილოს.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.
სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები