საფრანგეთში დაკავებული ქართველი „კანონიერი ქურდების“ ვინაობა ცნობილია

საფრანგეთში, პარიზის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, „ქურდული სამყაროს“ 35 წევრი დააკავეს, მათ შორის 5 ქართველი „კანონიერი ქურდია“, რომელთა ვინაობას რუსული ონლაინ სააგენტო „primecrime.ru“ ავრცელებს.
დაკავებულ 5 ქართველ „კანონიერ ქურდს“ შორის, ყველაზე ასაკოვანი 44 წლის ილია ხელაძეა (ილო ლანჩხუთსკი), ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი კი გიორგი ფოლადიშვილია (სინკარა), რომელმაც 2013 წელს თევდორე გამისონიასთან (ნოდარ სუხუმსკი) და ნიკა ნოდიასთან (ნიკა თბილისკი) ერთად, „კანონიერი ქურდის“ სტატუსი მიიღო. დაკავებულებს შორის რევი დარახველიძეც (რევი) იყო, რომელიც საქართველოში 2005-წლიდან 2012 წლამდე, ილია ხელაძესთნ ერთად სასჯელს იხდიდა.
ფრანგი სამართალდამცველები გამოძიებას ბინის ძარცვის, ქურდობის, ყაჩაღობის და კონტრაბანდის ბრალდებით აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები