4 დეკემბერს, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ

პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მოუსმენენ. გვენეტაძე კომიტეტს ფულად საკრედიტო პოლიტიკის საკითხს 4 დეკემბერს წარუდგენს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, შესაძლებელი იქნება მისთვის კითხვების დასმა ლარის კურსზე და ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომელიც ეროვნულ ბანკს და საბანკო სისტემას უკავშირდება.
კოვზანაძის განმარტებით, კობა გვენეტაძე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხით, კომიტეტში დღეს უნდა მოსულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში არ იმყოფება, მისი მოსმენა ერთი კვირით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები