ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა.
“ჯერ-ჯერობით გარკვეული სიმშვიდეა. გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა, ახლა ველოდებით ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის პირველ კვირაში. ვაკვირდებით სიტუაციას, წარმატებით მიმდინარეობს აცრები. სამიზნე პოპულაციების თითქმის 85% აცრილია. აცრის კუთხით როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორიც აქტიურობს. აცრის კულტურა იზრდება ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ე.წ. ზედამხედველობის ქსელი ანუ ვაკონტროლებთ ქვეყანაში ვირუსების ცირკულაციას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძემ მოსახლეობას რეკომენდაციებითაც მიმართა, ესენია: აცრის გაკეთება, ჰიგიენური ნორმების დაცვა – ხელის ხშირი დაბანა და ოთახების ხშირი განიავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები