სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში საჯარო ლექცია გაიმართა

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში საჯარო ლექცია გაიმართა. როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, ლაბორატორიის სპეციალისტებმა ისაუბრეს სხვადასხვა დაავადებისა და დიაგნოსტირების თავისებურებებზე და დამსწრე პირებს ლაბორატორიაში მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული სასწავლებლისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრის დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ როგორც ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების, ასევე, სურსათის უვნებლობის სფეროში.
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას შემუშავებული აქვს გეგმა, თუ როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა უწყების კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის – როგორც პროფესიის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ლაბორატორია მხარს უჭერს პროფესიული განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას. პროგრამაში ჩართვა სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ხორციელდება. პირველ რიგში, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და მათი უშუალო კოორდინირებით, ყოველწლიურად ხდება მაღალი შეფასების მქონე სტუდენტების განაწილება ყველა სადიაგნოსტიკო დეპარტამენტში. დარგის სპეციალობების მიხედვით, მათ შესაძლებლობა აქვთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში. სახელმწიფო პროგრამების გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უშუალოდ თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიულ სასაწავლებელთანაც.
საჯარო ლექციათა კურსის ფარგლებში, ლაბორატორიის სპეციალისტებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ მომავალ სპეციალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები