კახაბერ გოგოტიშვილი: პატრიარქმა ყველას გასაგონად თქვა – “აი, ჩემი რჩეული, მეუფე შიო”

საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს დადებითად ახასიათებს. როგორც დეკანოზი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ის ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ბერად აღიკვეცა და მას შემდეგ, დაუღალავად და უშურველად მოღვაწეობს საქართველოს ეკლესიაში. „მეუფე შიოს კარგა ხანია, ვიცნობ. განათლებული, კულტურული, თავისი ქვეყნისა და ეკლესიის პატრიოტია. თავდადებულია თავისი ბერული მოღვაწეობით. ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ბერად აღიკვეცა და მას მერე დაუღალავად და უშურველად მოღვაწეობს საქართველოს ეკლესიაში. რაც შეეხება უწმინდესის ბრძანებულებას, ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო განა მარტო ჩემთვის, მღვდელმთავრებისთვისაც. მისი უწმინდესობის ამ გადაწყვეტილებას ვუწოდებ ბრძნულს, გამომდინარე იქიდან, რომ ამით ყველანაირი საჭირო თემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრილია, რომ თითქოს რაღაც საიდუმლოებები არსებობს, რომელსაც პატრიარქი ქამარზე ჩამოკიდებული გასაღებით დაატარებს. პატრიარქმა ყველას გასაგონად თქვა,“თუ ასეთი მაღალი ინტერესია საზოგადოების, _ აი, ჩემი რჩეული, მეუფე შიო“. ყველაფერი ცხადზე ცხადია, პატრიარქს თავის ხალხთან დასამალი არაფერი აქვს“, – აცხადებს დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები