ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. დაშავებულები ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებმა სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები