„2018 წელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება“

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაიზრდება –  ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.  მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი ცენტრალური მთავრობის მიერ გამოყოფილი 60-მილიონიანი ტრანსფერის ხარჯზე გაიზრდება და აღნიშნული თანხა, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, 60 მილიონი ლარი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოიყოფა, იმ წინასაარჩევნო დაპირებების განხორციელებას მოხმარდება, რომლებსაც კახი კალაძე, მმართველ გუნდთან ერთად, აანონსებდა.

„აღნიშნული პროექტები გულისხმობს, როგორც მეტროს სადგურებისა და მატარებლების მოდერნიზაციას, ასევე დედაქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობას“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, 2018 წელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები