ორთაჭალაში მომხდარი ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ორთაჭალაში მომხდარი ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედერსის“ მარკის ავტომანქანა ბორდიურს დაეჯახა, რის შედეგადაც, მძღოლი დაშავდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო. მათივე თქმით, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები