პატრიარქმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდთან“ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, სადაც განაცხადა, რომ ეს უბედურება მთელმა საქართველომ უდიდეს ტრაგედიად მიიღო. მან გარდაცვლილის ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
„მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია. საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულები. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნა პატრიარქმა.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდეში” ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები