ილია მეორე ბათუმში ჩავიდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმში ჩავიდა.
სასტუმრო „ლეოგრანდთან“ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები