გიორგი ტყემალაძემ სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
„მინდა მწუხარება გამოვთქვა ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ასევე, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები