დავით სერგეენკო ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაშავებულებს მოინახულებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს მოინახულებს.
როგორც „კვირას“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, დავით სერგეენკო ბათუმში უკვე ჩავიდა.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება.
ხანძრის შედეგად, სულ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, მათგან 13  უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.
უწყების ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებული რვავე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – მძიმე არც ერთი არ არის. 6 პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ხოლო 2 პაციენტი  – მედცენტრში.
დაშავებულებს შორის, რომლებიც საავადმყოფოებში რჩებიან, სამი საქართველოს მოქალაქეა, მათგან 1 მეხანძრე-მაშველი, 4 თურქეთის  და ერთი ისრაელის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები