თბილისი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე ორი საგზაო შემთხვევა მოხდა – 12 დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან

თბილისი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე ორი საგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ოკამთან ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რუისის მონაკვეთზე კი სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა.
სოფელ ოკამთან მომხდარი ავარიის შედეგად, 10-მდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, დაშავებულთა შორის მცირეწლოვნებიც არიან. ავარიის შედეგად დაშავებულები კასპის და გორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ შორის, 4 მოზარდი კლინიკა ”გორმედშია მოთავსებული.
კიდევ ერთი ავარია მოხდა ცენტრალური ავტომაგისტრალის რუისის მონაკვეთზე, სადაც სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. სხეულის დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები