„აღმოსავლეთ პარტნიორობის” მეხუთე სამიტი საქართველოს საელჩოს ინიციატივით პარტნიორი ქვეყნების ხელოვანების კონცერტით “Stronger Together” გაიხსნა

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” მეხუთე სამიტის ფარგლებში, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში BOZAR მუსიკალური საღამო – “Stronger Together” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი სახელმწიფოების კლასიკური მუსიკის და ჯაზის შემსრულებლებმა.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” მეხუთე სამიტის ფარგლებში, კულტურული საღამოს გამართვის ინიციატივა, საქართველოს სრულუფლებიან ელჩს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელ ნატალი საბანაძეს ეკუთვნის.

კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი სახელმწიფოების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა.

„სიმბოლურია, რომ მუსიკოსები 6 პარტნიორი ქვეყნიდან დღეს საღამოს ერთად შეასრულებენ მუსიკალურ ნაწარმოებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მუსიკის უნივერსალურ ძალას, რომელიც სცდება ტრადიციებსა და საზღვრებს” – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნატალი საბანაძემ.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დე ვინმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს.

„კულტურა ჩვენი საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ეს გულისხმობს ხალთაშორისი ხიდების აგებას, ხანდახან ჩვენ გვავიწყდება, რომ რასაც ვაკეთებთ ხალხისთვის ვაკეთებთ” – აღნიშნა ლუკ დე ვინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები