საპატრიარქოში მიტროპოლიტი შიო მუჯირი იმყოფებოდა
საპატრიარქოში მიტროპოლიტი შიო მუჯირი იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, მეუფის უფლებამოსილების და სხვა დეტალების შესახებ, წერილობითი ცნობა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს საქართველოს კათოლოკოს- პატრიარქმა ილია მეორემ, ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დანიშნა.