„წითელ ხიდზე” 184 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის, ფ.ჰ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 184 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ „კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 7,782.92 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7,782.92 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები