თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა

თბილისის მეტროპოლიტენმა „სადგურის მოედნიდან“ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით, მუშაობა აღადგინა. ცოტა ხნის წინ, მეტრო „დიდუბეში“ მომხდარი ფაქტის გამო, მეტროპოლიტენში შეფერხება იყო.

თვითმხილველების თქმით, მეტროში ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც ისინი განმარტავენ, მატარებლის მოახლოებისას მამაკაცი გადახტა და სხეულის დაზიანება მიიღო.

მათივე ინფორმაციით, დაზარალებულს გონება არ დაუკარგავს და სასწრაფოს ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, მეტროსადგურ „დიდუბეში“ ახალგაზრდა მამაკაცი მეტროს ლიანდაგში ჩავარდა.

როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, მამაკაცმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. რის შემდეგაც, იგი პოლიტრავმებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები