“საპარტნიორო ფონდის”, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი ღონისძიება ორშაბათს გაიმართება
“ქარვასლაში” “საპარტნიორო ფონდის”, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ჩინეთის ჩაის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელი პირები და საპატიო სტუმრები.
ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი ჩაის მწარმოებელი კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ.
ღონისძიება 27 ნოემბერს, 17:00 საათზე ქარვასლაში გაიმართება.
R