საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები რიგი საგადასახადო შეღავათების 2023 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს

საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები რიგი საგადასახადო შეღავათების 2023 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

“წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, წიგნის მიწოდება და ბეჭდვის მომსახურება დღგ-ისგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით, რაც შესაძლებლობას მისცემს მწარმოებელს ჩაითვალოს  წარმოებაში გამოყენებულ ნედლეულზე გადახდილი  დღგ-ი, რაც მანამდე  მწარმოებლისთვის წარმოადგენდა დამატებით ხარჯს.

მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო შეღავათები გაგრძელდება 2023 წლამდე:

სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის საშემოსავლო გადასახადში, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მოგების და ქონების გადასახადში არსებული საგადასახადო შეღავათები;

თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადის გადახდისაგან განთავისუფლების ვადა;

ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა”,- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები