გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს ს.დ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, რამდენიმე საათი მსჯელობდნენ. აღნიშნულ პროცესზე მოსამართლე რომან ხორავა იყო.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები