კალა კალაძე მერის პოსტზე ხელფასს არ აიღებს – “თანხა სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებს მოხმარდება”

დედაქალაქის მერი, კალა კალაძე თბილისის მერის პოსტზე ხელფასს არ აიღებს. ამის შესახებ, „კვირას” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მერის ხელფასი სხვადასხვა სოციალურ საჭიროებას მოხმარდება.

„მერის ანაზღაურება 3 180 ლარია. კალაძე ამ თანხას საკუთარი მოხმარებისთვის არ გამოიყენებს. მერის ხელფასი მოხმარდება სოციალურ საჭიროებებს. ძალიან ბევრი განცხადება შემოდის და ყველაფერს მერია ვერ გასწვდება. მსგავს საჭიროებებზე იქნება მიმართული კახა კალაძის ხელფასი თბილისის მერის თანამდებობაზე“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები