სოფიო ქაცარავა ძი იანჩის შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ძი იანჩის შეხვდა.

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი მიმოიხილეს, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრაზე, ასევე, ყველა ის ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხი განიხილეს, რომელიც დღეს საქართველოსა და ჩინეთს ერთმანეთთან აკავშირებს. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებაზე.

საუბრის ერთ-ერთი თემა თბილისში, 28-29 ნოემბერს დაგეგმილი „თბილისის აბრეშუმის გზის” რიგით მეორე ფორუმი იყო, რომელშიც მსოფლიოს 50 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე ყურადღება საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე გამახვილდა. როგორც აღინიშნა, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.

მხარეებმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საპარლამენტო ვიზიტის დეტალები განიხილეს, რომელიც დეკემბრის ბოლოს შედგება.

„გავმართეთ საინტერესო შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ თვის ბოლოს დაგეგმილი აბრეშუმის გზის კონფერენციაზე, ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე, რომლის რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტმა  სულ ცოტა ხნის მოახდინა. ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სავაჭრო თანამშრომლობას, რაც პოზიტიურად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები