თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები“ მოდერატორი მედიაკონსულტანტი იან ბიურელი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები“ მოდერატორი მედიაკონსულტანტი იან ბიურელი იქნება.

იან ბიურელი არის ბრიტანეთში მოღვაწე მედიაკონსულტანტი. იგი 20 წლის განმავლობაში გაზეთ The Independent რედაქტორის თანაშემწედ, შემდეგ კი მედიარედაქტორად მუშაობდა.

ბიურელი ასევე ტელეკომპანია  ITV-ში და ლონდონის ჟურნალის  Sunday Times საგამოძიებო ჟურნალისტად  მუშაობდა. იან ბიურელი იყო ბრიტანეთის წლის რეგიონალური ჟურნალისტი.

იგი წერს სტატიებს გაზეთებისთვის: i paper და UK national newspaper. ასევე, თანამშრომლობს ევროპის მარკეტინგისა და მედიის წამყვან ვებგვერდთან The Drum.

იან ბიურელი რამდენიმე წიგნის ავტორი და მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერთა საერთაშორისო  ფორუმის  One Young World კონსულტანტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები