გიორგი კაკაურიძე: 2017 წლის ბიუჯეტი 305 მილიონი ლარით იზრდება

„2017 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება.

„ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების ანგარიშებზე, შესაბამისად, თანხა არ დაიხარჯება მიმდინარე წლის განმავლობაში. საწარმოები დაიწყებენ სატენდერო პროცედურებს, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება მოხდება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე, თანხის ათვისება კი, 2018 წლიდან დაიწყება. შესაბამისად, წელს ეს თანხა ვერ იმოქმედებს ლარის კურსზე, – განაცხადა კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით გაზრდა ლარის კურსის ცვლილებებზეც არ იმოქმედებს.
მისივე ინფორმაციით, ეს ციფრები, რითაც 2017 წლის ბიუჯეტი იცვლება შეთანხმებულია როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

„დაგეგმილი ინფლაციის დონეზე ნამდვილად არ ექნება გავლენა. ამ თანხების დიდი ნაწილი გათავისუფლდება 2018 წლის ბიუჯეტიდან. საბოლოო ჯამში, 2018 წელს დეფიციტის მაჩვენებელი არ გვეცვლება, პირიქით, ვამცირებთ; 3.4%–ია ახლა წარმოდგენილ ვარიანტში. მომდევნო წლის განმავლობაში დეფიციტის მაჩვენებელი შეადგენს 3%–ს. შესაბამისად, ამას უარყოფითი გავლენა ვერ ექნება ინფლაციის დონეზე და მაჩვენებელზე. ეს ციფრები, რასაც ვცვლით გავლილი და შეთანხმებულია როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მიზნობრივი ინფლაციის პროგნოზში ამ თანხების ათვისების მაჩვენებელიც გათვალისწინებულია“, – განაცხადა კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები