გიორგი კაკაურიძე: 2017 წელს შსს-ს შრომის ანაზღაურების ფონდი 4 მილიონი ლარით იზრდება

2017 წელს შს სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდი 4 მილიონი ლარით იზრდება, რითაც გათვალისწინებულია იმ თანხის კომპენსირება, რომლითაც ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული პირების წახალისება მოხდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხს განიხილავენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ემატება 4 მილიონი ლარი. ეს არის რეალურად ხელფასებში არსებული დანაკლისი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბორჯომში ხანძრების პერიოდში მოხდა მატერიალური წახალისება იმ პირებისა, რომლებიც ჩათულები იყვნენ ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში და 4 მილიონი ლარი გასცეს არსებული რესურსიდან. თუმცა, დანაკლისი არის დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს შრომის ანაზღურების ფონდში და სწორედ ამ მიმართულებით ხდება თანხის დამატება“, – განაცხადა კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები