სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის სასამართლო დღეს გაიმართება

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული. დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, მოსამართლე რომან ხორავა იმსჯელებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ბრალდებულის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე წინასწარ არ აკონკრეტებს, დაცვის მხარე სასამართლოს რა შუამდგომლობით მიმართავს. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სპეცოპერაციის დროს დაკავებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„2017 წლის 23 ნოემბრს,  დაკავებულ ს.დ-ს,   უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე  და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმეზე დამატებითი ინფორმაცია ხვალ გავრცელდება“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები