გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციაზე დამატებითი ძალებია მობილიზებული

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციაზე, დამატებითი ძალები შეიყვანეს.

სპეცოპერაციის ადგილზე, ცოტა ხნის წინ, დამატებით, რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი რჩება.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლის ხმა კვლავ ისმის.

შეგახსენებთ, რომ სროლისა და აფეთქებების ხმა ადგილზე ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა.

ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები