ლოდინი დასრულდა! საქართველოში H&M-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, H&M-ის მაღაზია 18 ნოემბერს, ზუსტად 12:00 საათზე გაიხსნა. მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა სავაჭრო ბრენდმა თითქმის 2000 მოდის მოყვარულს უმასპინძლა. ისინი რიგში ღამის 5 საათიდან იდგნენ იმისათვის, რომ მოდის უახლესი ტრენდები პირველებს შეეძინათ. 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მაღაზიის სამ სართულზე მამაკაცის, ქალის, თინეიჯერისა და ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი. H&M-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღაზიასთან მღელვარება დილით 9 საათზე დაიწყო, როცა H&M-მა აღტაცებულ გულშემატკივრებს სამაჯურები დაურიგა. ყველაზე ადრე მისულ მომხმარებლებს ყავით, სასმელი წყლითა და სხვადასხვა პროდუქტით გაუმასპინძლდნენ. პირველ იღბლიან 1003 სტუმარს სასაჩუქრე ბარათი გადაეცა. მათ შორის, რიგში მდგომმა პირველმა, მეორე და მესამე მომხმარებლებმა 200, 100 და 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები მიიღეს, მომდევნო 1000-მა კი – 30-ლარიანი. მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, 1003 გულშემატკივარს ნაჭრის ჩანთები „Limited Edition“ უსახსოვრეს. ამასთანავე, სტუმრებმა სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლეს, თანაც – მთელი დღის განმავლობაში. ქარიზმატულმა ტელეწამყვანმა, ირაკლი მაქაცარიამ და მსახიობმა, სალომე კოკუაშვილმა, პოპულარულ DJ Rembo-სთან ერთად, მაღაზიის გახსნამდე დარჩენილი ბოლო წამები აითვალეს. H&M-ის თანამშრომელთა მხიარულმა გუნდმა კი საქართველოში ბრენდის პირველი მაღაზიის გახსნას სპეციალური ცეკვა მიუძღვნა.

ავსტრიის, ხორვატიის, სერბეთის, სლოვენიისა და საქართველოს H&M-ის რეგიონალურმა მენეჯერმა, კლაუდია ოსვალდმა H&M-ის გუნდთან ერთად წითელი ლენტი ოფიციალურად გაჭრა და პირველ მომხმარებლებს უმასპინძლა.

„ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდით და ბედნიერები ვართ, რომ თბილისში H&M-ის ამდენ გულშემატკივარს ვხედავთ. ძალიან გვეამაყება, რომ შოპინგის მოყვარულებს ჩვენს პირველ მაღაზიაში ვეგებებით და გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებლებს შევთავაზოთ ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის“,-აღნიშნა საუბრისას კლაუდია ოსვალდმა.

H&M-ის მაღაზია „გალერია თბილისში“, რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარეობს და ღიაა ყოველდღე – 10:00-დან 22:00 საათამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები