გურამ მაჭარაშვილი: თბილისის მართვაში სწორი მენეჯმენტი რეგიონებისთვის სამაგალითო იქნება

საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი დედაქალაქის ახალ მთავრობას ნდობის გამოცხადებას ულოცავს.
პარლამენტის დეპუტატის თქმით, თბილისის მართვაში სწორი მენეჯმენტი რეგიონებისთვის მაგალითის მიმცემი იქნება, რაც ქვეყნის სწრაფ განვითარებას ხელს შეუწყობს.

“ვულოცავ თბილისის ახალ მთავრობას ნდობის გამოცხადებას. დარწმუნებული ვარ ახალი მერი მთავრობასთან და საკრებულოსთან ერთად წარმატებულ და დედაქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტებს განახორციელებს. თბილისის მართვაში სწორი მენეჯმენტი რეგიონებისთვის სამაგალითო იქნება, რაც მთელი ქვეყნის სწრაფ განვითარებას უდრის”, -განაცხადა გურმა მაჭარაშვილმა.

თბილისის საკრებულომ მთავრობის 27 წევრი დაამტკიცა. მათ შორის 10 გამგებელი, კახი კალაძის 4 მოადგილე და მერიის საქალაქო სამსახურების 13 უფროსი.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები