პარლამენტის დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
ნატოს საპარლამენტო ასამბელეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მონაწილეობით, გერმანიაში ვიზიტი დაასრულა. პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატებმა, ასამბლეის ქვეკომიტეტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიური და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან გამართულ დისკუსიებში, ისინი ადგილზე ევროპული თანამგზავრის გალერეას და A400M სამხედრო თვითმფრინავის დამზადების პროცესს გაეცნენ. ასევე, მოინახულეს Fraunhofer-ის ინსტიტუტში ხელოვნური ინტელექტის გერმანული კვლევითი ცენტრი და კომპანია ENERCON -ი, რომელიც ქარის ენერგიის ინდუსტრიაში მსოფლიო ლიდერია.