„ვარდების მოედნიდან“ ახვლედიანის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია
თბილისში, ყველის ფესტივალის გამო, „ვარდების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, ტრანსპორტი დროებით შეზღუდულია „ვარდების მოედნიდან“ ახვლედიანის ქუჩამდე.
ყველის ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი დაესწრება.