GWP ვარკეთილი 3-ში წყალსადენის ქსელზე ახალ ურდულებს დაამონტაჟებს

დღეს, 18 ნოემბერს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამგორის რაიონში, ვარკეთილის 3-ის II მიკრორაიონში, N26 და N27 კორპუსებს შორის, ევრო სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დaამონტაჟებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება.
სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა აუცილებელია, რის გამოც ხვალ, 18 ნოემბერს 22:00 საათიდან 19 ნოემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილის 3-ის I, II და III მიკრორაიონებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები