ელექტროტრანსპორტის იმპორტი და მიწოდება ნულოვანი ტარიფით დაიბეგრება

ელექტროტრანსპორტის იმპორტი და მიწოდება ნულოვანი ტარიფით დაიბეგრება.
შესაბამის ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ავრცელებს.
ამასთან, მისივე ცნობით, მოტოციკლეტების და მოპედების განბაჟება ძრავის მოცულობის მიხედვით მოხდება.
აღნიშნულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტის ინიციატორები არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები