ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ
27 ნოემბერს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში მოუსმენენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე, ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი.
ოქრიაშვილის განცხადებით, საუბარი მიმდინარეობს 2017 წლის ბიუჯეტზე, მომავალი წლის ბიუჯეტსა და ლარის კურსზე.
“27 ნოემბერს იქნება მოსმენა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.