ზესტაფონელ ქალბატონს, რომელსაც 18 შვილთაშვილის შვილი ჰყავს, კახაბერ მახათაძემ 100 წლის იუბილე მიულოცა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ თამარ მშვენიერაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა.
მან უხუცეს ქალბატონს ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. 100 წლის იუბილე თამარ მშვენიერაძეს, სოციალური სამსახურის უფროსმა და სოფელ სანახშირეს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუგზარ ფერაძემაც მიულოცა.
„თამარ მშვენიერაძე სტუმრებს პირადად მასპინძლობდა. მათთან ერთად სადღეგრძელოც შესვა და საუკუნის წინანდელი ამბებიც გაიხსენა. მხცოვანი ქალბატონი, სოფელ სანახშირეში ცხოვრობს. 100 წელი მას 2017 წლის 17 ნოემბერს შეუსრულდა. თამარ მშვენიერაძეს 4 შვილი, 13 შვილიშვილი, 25 შვილთაშვილი და 18 შვილთაშვილის შვილი ჰყავს“, -აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები