დირექტორის განცხადებით, საბავშვო ევროვიზია ბავშვების მაქსიმალურ სიამოვნებაზეა გათვლილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიმედია-ბლოკის დირექტორ თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, საბავშვო ევროვიზია პოლიტიკურ სტანდარტებს მორგებული არ არის და გათვლილია ბავშვების მაქსიმალურ სიამოვნებაზე.
“ხშირად არის საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს ევროვიზია პოლიტიკურია, _ ევროვიზია, ყველანაირი კუთხით, არის იმისათვის, რომ ბავშვებმა მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება, რომ ისინი სრულიად ჩაერთონ ღონისძიებაში”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
საბავშვო ევროვიზიის კონკურსს საქართველო 26 ნოემბერს უმასპინძლებს. 16 ქვეყნის წარმომადგენელი თბილისის ოლიმპიურ კომიტეში წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები