გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა, გიორგი ბარათელმა ციხე დატოვა

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
გიორგი ბარათელის ადვოკატის, მამუკა ნოზაძის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა სასჯელი მოიხადა. გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს.
რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ, მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თავდაპირველად ბარათელმა შარაძის მკვლელობა აღიარა, თუმცა, მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და ბრალს არ აღიარებდა. შარაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გურამ შარაძე წინა ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს და პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები