ყალბი ზედნადებების გამოყენებით, ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, 12 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ხე-ტყის უკანონო რეალიზაციით დაკავებული პირების გამოვლენა-მხილების მიზნით, აქტიურად მუშაობს. 2017 წლის ოქტომბერში და ნოემბრის განვლილ პერიოდში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება  განახორციელეს.

ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით, ხის მასალის უკანონო გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 12 პირი.  ამოღებულია დიდი ოდენობით ხის მასალა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იმერეთის რეგიონში სასაქონლო ზედნადების გარეშე, ხის მასალის გადაზიდვა – რეალიზაციის 7 ფაქტი გამოვლინდა. ყველა სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 -ე მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, ხოლო  დოკუმენტაციის გარეშე არსებული დიდი ოდენობით დახერხილი ხის მასალა ჩამორთმეულია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კატეგორიის სამართალდარღვევების და დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა – მხილების მიზნით, შესაბამის ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები