უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო პოროშენკოს საწარმოში შევიდა

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, იმ ქარხნის დოკუმენტაციაზე დროებითი წვდომა მიიღო, რომელიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ეკუთვნის.
ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. საწარმო უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ ჯავშნიანი ავტომანქანების „ტრიტონის“ გაზრდილი ღირებულებით შესყიდვის საქმეში ფიგურირებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, ავტომანქანები 2015 წელს ქარხნისგან „კუზნია ნა რიბალსკომ“ შეისყიდეს, რომელიც პეტრო პოროშენკოს და რადას დეპუტატ იგორ კონონეკოს ეკუთვნის. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ბიუჯეტის სახსრებით უხარისხო ტექნიკა იყო შესყიდული, რომელსაც არ შეუძლია სრულფასოვნად კონკრეტული ამოცანების შესრულება. შესყიდული ჯავშანტექნიკა 2016 წელს, ფაქტობრივად, ვერც გამოიყენეს.
კიევის სასამართლომ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართალდამცველები საწარმოს ტექნიკურ და კონსტრუქტორულ დოკუმენტაციაზე დაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები